მთავარ შინაარსზე გადასვლა
საკონტეინერო გემები და ამწეები პორტში

ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲔᲑᲘ

ᲚᲝᲒᲘᲡᲢᲘᲙᲐ

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური მომსახურების განვითარება საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად.

ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲘᲡ ᲗᲔᲖᲘᲡᲘ

ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურასა და მომსახურების სფეროში და ხელს ვუწყობთ მათ განვითარებას, რაც რეგიონული და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას ემსახურება. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ტრანსპორტის, სასაწყობე მეურნეობის, დისტრიბუციისა და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ სფეროებში სიმძლავრეების გაზრდა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაფართოებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას.

ᲤᲝᲙᲣᲡᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲔᲑᲔᲑᲘ

  • 1ტრანსპორტი
  • 2სასაწყობე მეურნეობა
  • 3დისტრიბუცია
  • 4დაკავშირებული ინფრასტრუქტურა

ᲡᲐᲑᲐᲖᲠᲝ ᲛᲐᲩᲕᲔᲜᲔᲑᲚᲔᲑᲘ

  • 25,8 მლრდ $

    საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წლიური ზრდა 10,1%

    წყარო:
    საქსტატი
    პერიოდი:
    2025 (წინასწარი)
  • 16,6 მლნ ტ

    საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთი, წლიური ზრდა 6,8%

    წყარო:
    საქსტატი
    პერიოდი:
    2025
  • 57,5%

    ტრანზიტის წილი რკინიგზით გადაზიდულ ტვირთში (სულ 13,3 მლნ ტონა)

    წყარო:
    საქსტატი
    პერიოდი:
    2025
  • 2,3 მლრდ

    მომხმარებელი, რომელზეც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ვრცელდება

    წყარო:
    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
    პერიოდი:
    2024