მთავარ შინაარსზე გადასვლა
არაგვისა და მტკვრის შესართავი

ᲩᲕᲔᲜ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ᲙᲐᲞᲘᲢᲐᲚᲘ, ᲪᲝᲓᲜᲐ ᲓᲐ ᲫᲚᲘᲔᲠᲘ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐ

იბერონი კაპიტალი კერძო საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც ქმნის, ავითარებს და მხარს უჭერს გრძელვადიანი ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე ბიზნესებსა და პროექტებს.

ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული ინვესტიცია მხოლოდ ფინანსური შედეგით არ განისაზღვრება.

ჩვენი მიდგომა პასუხისმგებლიან ინვესტირებას, საფუძვლიან ანალიზს, გამჭვირვალობას, აქტიურ მმართველობასა და გრძელვადიან პარტნიორობას ეფუძნება.

ინვესტიციებს ახალი შესაძლებლობების შექმნა, ბიზნესებისა და ინსტიტუტების გაძლიერება, ინოვაციების ხელშეწყობა და ეკონომიკური განვითარების დაჩქარება შეუძლია. სწორედ ამიტომ, ფინანსურ რესურსებთან წვდომის გაძლიერების პარალელურად, პორტფელური კომპანიების მენეჯმენტთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით ვზრუნავთ კორპორაციული მმართველობის, სტრატეგიული დაგეგმვის, ანგარიშგებისა და საქმიანობის შედეგების გაუმჯობესებაზე. ამასთანავე, ხელს ვუწყობთ მდგრადი ზრდისთვის საჭირო ცოდნის, გამოცდილებისა და დამატებითი დაფინანსების მოზიდვას.

ᲛᲘᲡᲘᲐ

გამოვავლინოთ, განვავითაროთ და აქტიურად ვმართოთ მაღალი პოტენციალის მქონე საინვესტიციო შესაძლებლობები და უზრუნველვყოთ მათი განვითარებისთვის საჭირო კაპიტალზე, ცოდნასა და გამოცდილებაზე წვდომა.

ᲮᲔᲓᲕᲐ

შევქმნათ სანდო, დივერსიფიცირებული და ინსტიტუციური სტანდარტებით მართული საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ინოვაციებსა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნას როგორც საქართველოში, ისე შერჩეულ საერთაშორისო ბაზრებზე.

ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲡᲔᲥᲢᲝᲠᲔᲑᲘ

ᲡᲐᲓ ᲕᲐᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲗ ᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲔᲑᲡ

ᲡᲐᲘᲜᲕᲔᲡᲢᲘᲪᲘᲝ ᲞᲝᲠᲢᲤᲔᲚᲘ